სერხიო რამოსი: ჩემპიონთა ლიგის ფინალში უნდა გავიდეთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველი სერხიო რამოსი ფიქრობს, რომ მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩი ძალიან რთული იქნება.

"თავიდანვე უნდა შევძლოთ გატანა, თუმცა შესაძლოა ერთი გოლი საკმარისი არ იყოს.

ძალიან უნდა მოვინდომოთ გერმანელების დასამარცხებლად და ფინალში გავიდეთ.

კარგია, რომ საპასუხო მატჩი "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართება. საოცარი გულშემატკივრები გვყავს, რომლებიც მუდმივად მხარს გვიჭერენ.

რაც შეეხება მატჩს, ფრე ალბათ უფრო მისაღები შედეგი იქნებოდა, მაგრამ ფეხბურთი ამოუცნობი რამაა, მეტოქე კი საკმაოდ ღირსეული გვყავდა", - თქვა რამოსმა.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი"-"რეალი" ანგარიშით 2:1 დასრულდა.

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული