"კარგია, რომ ლიონელ მესის ლონდონის "ჩელსისთან" არ გაუტანია, მაგრამ მიმდინარე სეზონში ის ყოველ მატჩში ორ-სამ გოლს იტანს. მისი შეჩერება ძალიან რთული იქნება.
რაც შეეხება "ბარსელონასთან" თამაშს, საერთოდ, მასთან წარმატების მისაღწევად პრესინგის თამაშია აუცილებელი.
პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ იცოდე, სად ეთამაშო პრესინგი "ბარსელონას", მაგრამ აუცილებლად რაღაც უნდა გავაკეთოთ, რათა ჩავი, ინიესტა და მესი გავანეიტრალოთ", - განაცხადა ლემპარდმა.