არგენტინელი ფორვარდი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალე ფორმაშია და ყველა ტურნირში 60 გოლზე მეტი აქვს გატანილი, მათ შორის 14 ჩემპიონთა ლიგაში.
ჩეხი ფიქრობს, რომ მის გუნდს მესის განეიტრალება შეუძლია.
"მესის ახლანდელი ფორმა ბრწყინვალეა, მაგრამ როგორც ადრე ვთქვი, დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს.
მესის ტექნიკა ფანტასტიკურია, მაგრამ ის ძირითადად თამაშის განვითარებაზე ახდენს გავლენას. ის ნებისმიერ სიტუაციაში იდეალურ გადაწყვეტილებას ღებულობს. შეტევის
მეორე მხრივ, ისიც ადამიანია და თუ 100 პროცენტით კარგად ვიმოქმედებთ, მისგან თავდაცვას შევძლებთ.
"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტია, ისინი ტიტულის დაცვას აპირებენ, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენ ორი მატჩი გვაქვს, რომელშიც ფავორიტების შესახებ აზრი შესაძლოა, თავდაყირა დავაყენოთ", - თქვა ჩეხმა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით