მადრიდის "რეალის" სასტუმროდან ბილეთები გაქრა, გასახდელიდან კი მაისურები და ბუცები

AutoSharing Option
"ბაიერნისა" და "რეალის" მატჩის დაწყებამდე "ალიანს არენაზე" სამარცხვინო ფაქტი მოხდა: უცნობმა პირებმა მადრიდული გრანდის გასახდელიდან ექვსი წყვილი ბუცი და "რეალის" ფეხბურთელების რამდენიმე მაისური მოიპარეს.

გაირკვა, რომ ექვსიდან სამი წყვილი კრიშტიანო რონალდოსი იყო, ორი მესუთ იოზილის, ერთიც ქარიმ ბენზემასი. აღსანიშნავია, რომ ქურდებმა, ბუცების გარდა, მაისურებიც ამავე ტრიოს მოპარეს.

"ეს ყოვლად სამარცხვინო საქციელია, - წერდა მოგვიანებით ჟოზე მოურინიოს პირადი პრეს-ატაშე სოციალურ ქსელ "თვითერზე", - მაგრამ ამით ვერაფერი დაგვაკლეს, რადგან "რეალი" ბუცებით თუ ბუცების გარეშე მაინც "რეალია!"

მისივე თქმით, მადრიდელ ფეხბურთელებს საკმარისი რაოდენობის
სათადარიგო ფორმები და ბუცები ჰქონდათ, რონალდომ კი ამ შემთხვევის შედეგად უახლესი, მანამდე ჩაუცმელი ბუცებით ითამაშა. "რეალმა" ოფიციალურად არ იჩივლა, მაგრამ მადრიდელებმა უეფაში წერილი აფრინეს და მომხდარის შესახებ შეატყობინეს.

ამ ფაქტის შესახებ 18 აპრილს "ბაიერნმაც" ოფიციალური განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ ქურდების გამოვლენა ძალიან ძნელია, რადგან გასახდელში ვიდეო-კამერები დამონტაჟებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ მანამდე იმ სასტუმროდან, სადაც "რეალი" გახლდათ დაბინავებული, მადრიდელი ფეხბურთელების ოთახებიდან მატჩზე დასასწრები ის ბილეთებიც გაქრა, რონალდოს და კომპანიას უახლოესი მეგობრებისთვის რომ ჰქონდათ გადანახული...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული