ხოსეპ გვარდიოლა: არა უშავს, ლონდონის "ჩელსის" კარში კიდევ 24-ჯერ დავარტყამთ და გავიტანთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ლონდონის "ჩელსისთან" (0:1) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩის შემდეგ თავის ფეხბურთელებზე ისაუბრა.

"ამ დროისთვის ჩემი ფეხბურთელების მდგომარეობას მნიშვნელობა არ აქვს. მათ კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ "ჩელსისთან" საპასუხო მატჩისთვის ასი პროცენტით მზად იქნებიან. ყოველთვის ასე იყო.

ამას გარდა, დარწმუნებული ვარ, რომ "რეალისა" და "ჩელსის" მატჩებზე ჩვენი სტადიონი გაივსება.

ლონდონში მეტოქის კარში 24-ჯერ დავარტყით, მაგრამ ვერ გავიტანეთ.

საპასუხო შეხვედრაში კარში ამდენჯერვე უნდა დავარტყათ და გავიტანოთ", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული