"ამ დროისთვის ჩემი ფეხბურთელების მდგომარეობას მნიშვნელობა არ აქვს. მათ კარგად ვიცნობ და დარწმუნებული ვარ, რომ "ჩელსისთან" საპასუხო მატჩისთვის ასი პროცენტით მზად იქნებიან. ყოველთვის ასე იყო.
ამას გარდა, დარწმუნებული ვარ, რომ "რეალისა" და "ჩელსის" მატჩებზე ჩვენი სტადიონი გაივსება.
ლონდონში მეტოქის კარში 24-ჯერ დავარტყით, მაგრამ ვერ გავიტანეთ.
საპასუხო შეხვედრაში კარში ამდენჯერვე უნდა დავარტყათ და გავიტანოთ", - განაცხადა გვარდიოლამ.