"ბარსელონა"-"ჩელსის" თურქები განსჯიან

AutoSharing Option
24 აპრილს გასამართ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩს და "ბარსელონას" და ლონდონის "ჩელსისა" შორის თურქ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი ჯიუნეიტომ ჩაკირი იქნება.

რეფერის თანაშემწეები ბახატინ დურანი და ტარიკ ენგიუნი იქნებიან, მეოთხე მსაჯი ფიტარ აიდინუსი, რეფერის დამატებითი თანაშემწეები ჰიუსეინ გეჩეკი და ბიულენტ იილდირიმი.

"ბარსელონასა" და ლონდონის "ჩელსის" შორის ლონდონში გამართული პირველი შეხვედრა ინგლისელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

ჩეკირის ბრიგადამ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხი მატჩი იმსაჯა: "ვილიარეალი"-"ბაიერნი" 0:2, "რეალი"-"ლიონი" 4:0, "მანჩესტერ იუნაიტედი"-"ბენფიკა" 2:2, "მარსელი"-"ინტერი" 1:0.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული