ჩავი: "ბარსელონა" აგრესიულადაა განწყობილი!

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები აგრესიულად არიან განწყობილნი.

შეგახსენებთ, გასვლითი მატჩი "ბლაუგრანამ" 0:1 წააგო.

"ჩვენ გვაქვს შინაგანი აგრესია, რომელიც გაგვამარჯვებინებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ძალიან გვინდა და მადრიდის "რეალთან" მატჩი აღარც გვახსოვს.

"ჩელსისთან" მატჩში ვეცდებით, მშვიდად ვიმოქმედოთ და ბურთი მეტად ვაკონტროლოთ.

ვფიქრობ, ინგლისელები საკუთარ ნახევარზე ჩაიკეტებიან და ჩვენ თავისუფალი ზონები უნდა ვიპოვოთ", - აღნიშნა ჩავიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული