ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში რომან აბრამოვიჩი რობერტო დი მატეოს 750 ათას ფუნტს გადაუხდის

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელს რობერტო დი მატეოს შეპირდა, თუ ის ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ბონუსის სახით 750 ათას ფუნტს მიიღებს.

აბრამოვიჩი დი მატეოს მუშაობით კმაყოფილია და იტალიელ სპეციალისტს ანდრე ვილაშ-ბოაშის შემცვლელადაც კი მიიჩნევს.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელმა სპეციალისტმა გუნდი მარტის დასაწყისში დატოვა.

"ჩელსიმ" კი დი მატეოს ხელმძღვანელობით 14 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 10 მოიგო.

მომზადებულია The Times-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული