პეტერ ჩეხმა ახსნა, თუ რატომ ეჩვენებათ "ბარსელონას" მეტოქეებს "კამპ ნოუს" მოედანი დადგენილზე დიდი

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" გოლკიპერმა პეტერ ჩეხმა განაცხადა, რომ "კამპ ნოუს" სტადიონის მინდვრის ზომები "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩში გადამწყვეტ როლს არ ითამაშებს.

"ყველამ ვიცით, რომ საფეხბურთო მოედანი ჩემპიონთა ლიგის სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს. "ნოუ კამპის" მოედანი კი უფრო დიდი გვეჩვენება. მართალია, თვითონ სტადიონიც დიდია, მაგრამ სინამდვილეში ამის მიზეზი სხვაა. "ბარსელონა" ბურთს მუდმივად ფლობს და ამის გამო სათამაშო მოედანი უფრო დიდი გვეჩვენება", - განაცხადა ჩეხმა გოლკიპერმა.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული