რამდენი მილიონი დაუჯდება რომან აბრამოვიჩს ჩემპიონთა ლიგის მოგება

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი გუნდის ფეხბურთელებს ბონუსებს დაჰპირდა, თუ ისინი ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვებენ. 

"სანის" ცნობით, რუსი მილიარდერი მზადაა 10 მილიონი ფუნტი დახარჯოს. ასეთ შემთხვევაში თითო ფეხბურთელს 350 ათასი ფუნტი ერგება, ხოლო დანარჩენი ფული კლუბის თანამშრომლებზე გადანაწილდება.

ასევე შეგახსენებთ, რომ ადრე ინგლისურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს აბრამოვიჩი რობერტო დი მატეოს, რომელიც "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში 750 ათას ფუნტს გადაუხდის (იხილეთ სტატია).

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველი მატჩი ლონდონში "არისტოკრატთა" გამარჯვებით, ანგარიშით 1:0
დასრულდა, საპასუხო შეხვედრა "ბარსელონასა" და "ჩელსის" შორის კი 24 აპრილს, თბილისის დროით 22:45 წთ-ზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული