ხოსეპ გვარდიოლა: ლიონელ მესის გამო არასდროს ვღელავ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავკაცმა ხოსეპ გვარდიოლამ "ჩელსისთან" მატჩის წინ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა. კატალონიელთა ფორვარდმა ზედიზედ ორ მატჩში "ჩელსის" და "რეალს" გოლი ვერ გაუტანა. კატალონიელებმა ორივე დაპირისპირება წააგეს.

"მესის გამო არასდროს ვღელავ და არც ვიღელვებ, თუნდა ზედიზედ 27 მატჩში ვერ გაიტანოს.

მას აქვს უფლება იმდენ მატჩში ვერ გაიტანოს, რამდენშიც უნდა. ლეომ მიმდინარე სეზონში იმდენი გოლი გაიტანა, რომ… დაე ითამაშოს, გაიხაროს და ის იყოს, ვინც არის" , - განაცხადა გვარდიოლამ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული