ხოსეპ გვარდიოლა: უბრალოდ, 2012 ჩვენი წელი არ არის

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ლონდონის "ჩელსისთან" (2:2) ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

ორი თამაშის ჯამში "ბარსელონამ" 2:3 წააგო და ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა დაასრულა.

"რა თქმა უნდა, მოთამაშეები დათრგუნულნი არიან. გადამწყვეტი მომენტი რამირესის გოლი იყო პირველი ტაიმის ბოლოს. ეს ფსიქოლოგიური დარტყმა იყო.

ყველაფერი გავაკეთეთ, რათა მოგვეგო... არამხოლოდ დღეს, ორივე მატჩში, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.. შეგვეძლო, უფრო მეტი გოლიც გაგვეტანა, თერთმეტმეტრიანიც ხელიდან გავუშვით.

მეტოქის დაცვის გადალახვა რთული იყო. მან უკანა ხაზი ჩაკეტა. ამიტომ ვცდილობდით შეტევა გაგვეშალა. რთული
იყო. ახლა ამაზე უნდა ვიფიქროთ - როგორ გავარღვიოთ მსგავსი დაცვა. ამ თამაშმა მილანის "ინტერთან" ჩვენი ნახევარფინალური შეხვედრა გაგვახსენა. უბრალოდ, ახლა უფრო შეურაცხმყოფელია, რადგან გამარჯვებისთვის უფრო მეტი გავიღეთ, ვიდრე მაშინ. უახლოეს დღეებში შევეცდებით გავაანალიზოთ, რა შეგვეშალა.

ლიონელ მესის მადლობა უნდა გადავუხადოთ ყველაფრისთვის, რაც მან კლუბს მისცა. მისით ჩემს აღტაცებას საზღვარი არ აქვს. ის ნებისმიერისთვის მაგალითია, ვისაც საკუთარ თავზე მუშაობა და პროფესიონალური ზრდა სურს. ვიცნობ რა მის ხასიათს, ეჭვი არ მეპარება, რომ ძალიან ინერვიულებს, მაგრამ ფეხბურთის სილამაზე სწორედ ასეთ მატჩებშია.

წარუმატებლობა განვიცადეთ. რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რასაც ახლავე გამოვასწორებდი, მაგრამ ფინალში ვერ გავედით.

"ჩელსის" ვულოცავ. ეს კი, უბრალოდ, ჩვენი წელი არ არის", - განაცხადა გვარდიოლამ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 6 /
მეკარე იყიდეთ ნორმალური ხოსე, მეკარე, თორე ეგ იდიოტი ვალდესი კიდევ ბევჯერ დაგღუპავთ.
0
პუიოლი ხომ პუტავს ყველაფერს რა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული