რობერტო დი მატეო: გულის სიღრმეში გვჯეროდა, რომ "ბარსელონას" ვაჯობებდით

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" თავკაცმა რობერტო დი მატეომ "ბარსელონასთან" თავისი გუნდის ტრიუმფზე ისაუბრა.

"ეს ამ გუნდისთვის უდიდესი მიღწევაა! ბევრმა ნაადრევად ჩამოგვწერა, მაგრამ ფეხბურთელებმა ხასიათი გამოავლინეს.

ბუნებრივია, არ ველოდით, რომ მატჩის ნახევარ დროზე მეტს ათი მოთამაშით ჩავატარებდით. ამიტომ ყველაფერი უფრო მეტად გართულდა, ვიდრე ვფიქრობდით.

"ბარსელონა" ფანტასტიკური ფეხბურთელების ნაკრებია, მაგრამ დღეს ჩვენი სიმტკიცე ვაჩვენეთ. მიმდინარე სეზონი ჩვენთვის ძალიან რთული გამოდგა, მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებდით, როდესაც ეს საჭირო იყო.

რამირესის გოლი გადამწყვეტი იყო. თამაშამდე ვამბობდით, რომ გატანა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა და გუნდმა ეს
მოახერხა. შედეგად ორი მატჩის ჯამში გავიმარჯვეთ, რისიც გულის სიღრმეში გვჯეროდა.

მეორე ტაიმის ტაქტიკური თვალსაზრისით განხილვა არ ღირს - აქ ყველაფერი ვნებამ, სიამაყემ და გამარჯვების წყურვილმა გადაწყვიტა. ყველანი ფინალში გასვლაზე ვოცნებობდით. ვიცოდით, რომ აღთქმულ მიზნამდე სულ 45 წუთი რჩებოდა.

ჩემი შეგირდების გამო ძალიან მიხარია. მოდით, ფინალში გასვლა ღირსეულად აღვნიშნოთ, ეს ხომ საოცარი შედეგია. ფინალზე კი მოგვიანებით ვიფიქრებთ.

"ბარსელონა" პლანეტის საუკეთესო გუნდია, ფანტასტიკური გუნდი... უბრალოდ, ჩვენ თავს მთელი ძალებით ვიცავდით და მოგების ნება გამოვავლინეთ. თუნდაც იღბალი ჩვენს მხარეს ყოფილიყო, მის გარეშე ხომ ვერცერთ ტიტულს მოიგებ", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული