ჯონ ტერი: გაძევებისთვის ბოდიშს ვიხდი

AutoSharing Option
"ჩელსის" კაპიტანმა ჯონ ტერიმ, რომელიც "ბარსელონასთან" (2:2) შეხვედრის პირველივე ტაიმში თურქმა არბიტრმა ჯიუნეით ჩაკირმა მოედნიდან გააძევა, "კამპ ნოუზე" გამართული შეხვედრის ფანტასტიკურ შედეგზე ისაუბრა.

"ბიჭების თამაშით და მიღწეული შედეგით აღტაცებული ვარ. მინდა თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს გაძევების გამო ბოდიში მოვუხადო.

ვგრძნობ, რომ ბიჭები დავაღალატე, მაგრამ "ჩელსი" უდიდესი კლუბია და ფინალში გასვლა სწორედ ისაა, რასაც ეს გუნდი იმსახურებს", - დასძინა ჯონმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული