კარლ-ჰაინც რუმენიგე: მადრიდის "რეალთან" გოლის გატანა გვჭირდება!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მმართველმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა უკვე დიდი მიღწევაა.

მისი თქმით, მადრიდის "რეალთან" საპასუხო მატჩში მიუნხენელებმა "ალიანს არენაზე" პირველ შეხვედრაში მოპოვებული უპირატესობა უნდა გამოიყენონ.

"მშვენიერი სეზონი ჩავატარეთ. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა უკვე პატარა მიღწევა არ არის. ახლა ვეცდებით, ჩვენი გულშემატკივრების ოცნება განვახორციელოთ და ფინალში გავიდეთ.

მადრიდში ჩვენ წინაშე რთული ამოცანა იქნება, მაგრამ მიუნხენში მარიო გომესის მიერ ბოლო წუთზე გატანილი გოლი მცირე, მაგრამ წარმატების შანსს მაინც გვაძლევს.

ახლა ამ შანსის გამოყენება აუცილებელია. ვფიქრობ, დაცვაში უბრალოდ
საიმედოდ თამაში საკმარისი არ იქნება. გატანაც საჭიროა.

თუ ფინალში გავალთ, ეს ისტორიული მოვლენა იქნება. ის ხომ ჩვენს მშობლიურ სტადიონზე გაიმართება. ეს ჯერ არცერთ კლუბს არ მოუხერხებია", - განაცხადა რუმენიგემ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული