ფრენკ რიბერი: არიენ რობენთან ინციდენტი წარსულია, წინ მადრიდის "რეალია"!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა ფრენკ რიბერიმ მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩის წინ განაცხადა, რომ თანაგუნდელ არიენ რობენთან პრობლემა არ აქვს.

შეგახსენებთ, "სამეფო კლუბთან" პირველი თამაშის ერთ-ერთ ეპიზოდში  ფრანგს და ჰოლანდიელს შორის ცხარე კამათი გაიმართა იმის გამო, თუ ვის უნდა შეესრულებინა საჯარიმო დარტყმა. გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში კი მათი გაშველება თანაგუნდელებს მოუხდათ. საბოლოოდ საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი 50 ათასი ევროთი დააჯარიმეს.

"რობენთან ინციდენტზე საუბარი მეტად არ მსურს. ეს წარსულია და ყველაფერი თავის რიგს დაუბრუნდა. "რეალთან" ძალიან რთული მატჩი გველის და აუცილებელია, ამ თამაშზე
მოვახდინოთ კონცენტრაცია", - განაცხადა რიბერიმ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული