ჯონ ობი მიკელი: სამარცხვინოა, რომ ჯონ ტერი, ბრანისლავ ივანოვიჩი, რაულ მეირელეში და რამირესი ფინალს გამოტოვებენ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი ჯონ ობი მიკელი უსამართლობად მიიჩნევს იმ ამბავს, რომ ბრანისლავ ივანოვიჩი, რაულ მეირელეში და რამირესი ყვითელი ბარათების სიმრავლის გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს გამოტოვებენ.

ობი მიკელმა ჯონ ტერიც ახსენა, რომელიც ალექსის სანჩესისთვის ზურგში მუხლის ჩარტყმის გამო გააძევეს.

"დიახ, უეფაში მათი ყვითელი ბარათების გაუქმების საკითხი უნდა განიხილონ. ფინალში ყველას საუკეთესო მოთამაშეების ხილვა სურს და სამარცხვინოა, რომ ტერი, ივანოვიჩი, მეირელეში და რამირესი არ ითამაშებენ.

ტერის მიერ წესების დარღვევა მხოლოდ გაფრთხილებას იმსახურებდა. ვფიქრობ, სანჩესი იმ ეპიზოდში სიმულირებდა. ალექსისი ჩემ წინააღმდეგ თამაშისასაც
ზუსტად ასე მოიქცა. მან რეფერის ჩემთვის ყვითელი ბარათის ჩვენება გამოსტყუა.

ოთხივე მოთამაშე გასახდელში "გამოცარიელებული" იყო. მათ გუნდის წარმატება უხაროდათ, მაგრამ ძალიან იმედგაცრუებულნი იყვნენ იმით, რომ ფინალში ვერ ითამაშებენ. ვეცდებით, ისინი ტიტულის მოგებით გავახაროთ", - აღნიშნა ჯონ ობი მიკელმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რა მაგარი კაცი ყოფილა (__)
legenda
19:42 26-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული