შეგახსენებთ, რომ მადრიდელები პენალტების (3:4) სერიაში დამარცხდნენ.
"პენალტების სერიაში არ გაგვიმართლა. სხვა რა უნდა ვთქვა?
"ბარსელონასთან" შეხვედრაში ძალიან დავიღალეთ, რის შემდეგ კიდევ ერთ ძლიერ მეტოქეს შევხვდით. ცუდ ხასიათზე ვართ, რადგან ფინალში გასვლას ვიმსახურებდით. ახლა ვეღარაფერს შევცვლით, ფეხბურთში ასეთი რამეები ხდება.
ამჟამად მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატზე უნდა ვიფიქროთ. შემდეგი ამოცანა "სევილიასთან" სამი ქულის აღებაა", - თქვა პეპემ.