მანუელ ნოიერი: პენალტების სერიის დაწყებამდე საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მეკარემ მანუელ ნოიერმა მადრიდის "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩზე ისაუბრა, სადაც გერმანელებმა შეხვედრა ჯერ პენალტების სერიაში გადაიყვანეს და შემდეგ მადრიდელები 4:3 დაამარცხეს.

"გამარჯვების მოპოვება ადვილი არ იყო. ამისთვის ბევრი ვიშრომეთ. "რეალთან" ორივე მატჩში მეტოქეს არ ჩამოუვარდებოდით და ამიტომ მგონია, რომ ფინალში გასვლას ვიმსახურებდით.

პენალტების სერიის დაწყებამდე საკუთარ თავში დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ, რა თქმა უნდა, გამიმართლა კიდეც.

ამჟამად ორი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ: ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და გერმანიის თასის ბოლო შეხვედრისთვის", - განაცხადა ნოიერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული