ისეთი შეხლა იყო, საკამათო და სამასლაათო ბევრი გააჩინა. ასეთ თამაშს ყველა უყურებს - ზოგი ქომაგობს, ზოგი რაღაცას სწავლობს, ზოგი კი, უბრალოდ, სიამოვნებას იღებს.
სპეციალისტები კი, ალბათ, განსაკუთრებულად, სულ სხვანაირად ჭვრეტენ ასეთი რანგის თამაშებს...
არჩილ არველაძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, A კატეგორიის მწვრთნელი:
"ამ შეხვედრამ ერთხელაც დაგვანახა, თუ რამდენად დიდი გუნდია "ბაიერნი". "რეალთან" დადებითი ბალანსი აქვს და ისეთ "რეალს"
მეგონა, მადრიდელები გავიდოდნენ ფინალში, რადგან ყველა რგოლში კარგად დაბალანსებული, ძალიან შეკრული გუნდი ჰყავთ. ასეთი ძლიერი "რეალი" კარგა ხანია, არ მინახავს.
ვფიქრობ, "რეალსაც" იგივე პრობლემა აქვს, რაც "ბარსელონას" - ზედმიწევნით კონცენტრირებულია შეტევაზე. ყველა გუნდთან შემტევ ფეხბურთს თამაშობს და როცა უკვე აქეთ შეუტევენ, დაცვაში მოისუსტებს.
ძნელია იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელსაც რიბერი და რობენი ჰყავს. "რეალი" 2:0-ს იგებდა, მაგრამ "ბაიერნი" თითქმის ყოველ ხუთ წუთში შეტევაში რაღაც საინტერესოს აკეთებდა და დაგვანახა, რომ ადვილად არაფერს დათმობდა.
"ბაიერნმა" ახალი არაფერი დაგვანახა. გომესი ისეთი სტილის ფორვარდია, ჩემს გემოვნებაში რომ ვერ ჯდება, მაგრამ ის მაინც ძალიან ძლიერ თავდამსხმელად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ "რეალთან" საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა.
"ბაიერნის" ნახევარდაცვამ არაჩვეულებრივად ითამაშა. ერთი არასწორი პასი არ გაუკეთებიათ გერმანელ შუახაზელებს. ნახევარდაცვა, ლამი და ნოიერი - ეს უნაკლო მექანიზმი იყო".
სხვა კომენტარები
რამაზ მუმლაძე: ფილიპ ლამი მსოფლიოს საუკეთესო განაპირა მცველია!
კახა კაჭარავა: ამ სეზონშიც საუკეთესო მაინც ლიონელ მესია!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
1. "ძაღლი სახლში არ ვარგოდაო..." ეს არის გამონათქვამი.
2. ზუსტად ამათი ბრალია დღევანდელი ქართული ფეხბურთის სავალალო დგომარეობა.
3. და ყველაზე მთავარი ადამიანის შეურაცხოფა მითუმეტეს ჩატებში, ფორუმებზე არაა მთლად კაი საქციელი.
მიხარია თუ ვინმეს ჩემზე მაგრა ეყვარება საქართველო და ყველაფერი ნამდვილი ქართული. გაიხარე