არჩილ არველაძე: მადრიდის "რეალსაც" იგივე პრობლემა აქვს, რაც "ბარსელონას"

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ორივე ნახევარფინალი ძალიან დრამატული გამოდგა. 25 აპრილს "რეალი"-"ბაიერნი" იყო და, რა თქმა უნდა, მთელი საფეხბურთო მილეთი ახლა ამ თამაშზე ლაპარაკობს.

ისეთი შეხლა იყო, საკამათო და სამასლაათო ბევრი გააჩინა. ასეთ თამაშს ყველა უყურებს - ზოგი ქომაგობს, ზოგი რაღაცას სწავლობს, ზოგი კი, უბრალოდ, სიამოვნებას იღებს.

სპეციალისტები კი, ალბათ, განსაკუთრებულად, სულ სხვანაირად ჭვრეტენ ასეთი რანგის თამაშებს...

არჩილ არველაძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, A კატეგორიის მწვრთნელი:
"ამ შეხვედრამ ერთხელაც დაგვანახა, თუ რამდენად დიდი გუნდია "ბაიერნი". "რეალთან" დადებითი ბალანსი აქვს და ისეთ "რეალს"
ეთამაშა წარმატებით, რომელიც ახლა ძალიან ძლიერია.

მეგონა, მადრიდელები გავიდოდნენ ფინალში, რადგან ყველა რგოლში კარგად დაბალანსებული, ძალიან შეკრული გუნდი ჰყავთ. ასეთი ძლიერი "რეალი" კარგა ხანია, არ მინახავს.

ვფიქრობ, "რეალსაც" იგივე პრობლემა აქვს, რაც "ბარსელონას" - ზედმიწევნით კონცენტრირებულია შეტევაზე. ყველა გუნდთან შემტევ ფეხბურთს თამაშობს და როცა უკვე აქეთ შეუტევენ, დაცვაში მოისუსტებს.

ძნელია იმ გუნდის წინააღმდეგ თამაში, რომელსაც რიბერი და რობენი ჰყავს. "რეალი" 2:0-ს იგებდა, მაგრამ "ბაიერნი" თითქმის ყოველ ხუთ წუთში შეტევაში რაღაც საინტერესოს აკეთებდა და დაგვანახა, რომ ადვილად არაფერს დათმობდა.

"ბაიერნმა" ახალი არაფერი დაგვანახა. გომესი ისეთი სტილის ფორვარდია, ჩემს გემოვნებაში რომ ვერ ჯდება, მაგრამ ის მაინც ძალიან ძლიერ თავდამსხმელად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ "რეალთან" საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა.

"ბაიერნის" ნახევარდაცვამ არაჩვეულებრივად ითამაშა. ერთი არასწორი პასი არ გაუკეთებიათ გერმანელ შუახაზელებს. ნახევარდაცვა, ლამი და ნოიერი - ეს უნაკლო მექანიზმი იყო".

სხვა კომენტარები
რამაზ მუმლაძე: ფილიპ ლამი მსოფლიოს საუკეთესო განაპირა მცველია!
კახა კაჭარავა: ამ სეზონშიც საუკეთესო მაინც ლიონელ მესია!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
"ძაღლი სახლში არ ვარგოდაო..."
ჩვენ რა გვეშველება ქართულ ფეხბურთს ის თქვით. სულ რო გაიძახით პრობლემა "სხვაგანააო" ბოლოსდაბოლოს თქვით თქვეკაიადამიანებო სადაა პრობლემა, თორე ბარსელონას და რეალის "პრობლემებს" ნეტა ასეთი პრობლემა ყველა ქართულ გუნდს ქონდეს, უთქვენოთაც მოაგვარებენ....
ნიკა
12:20 27-04-2012
0
უსახელო, სუფთა, ფინია ხარ მაგ სიტყვების შემდეგ. კაცს შეეკითხენ კონკრეტულ გუნდებზე და პასუხობს, რა შუაშია აქ ქართული ფეხბურთის თემა. სუფთა ბოღმიანი კაცის კომენტარია, სხვა სახელი ამას არა აქვს.
zaali
17:00 27-04-2012
0

სიახლეები პოპულარული