რამირესი: ყვითელი ბარათი რომ დავინახე, თითქოს სამყარო დაიქცა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველი რამირესი, რომლის მიერ გატანილი გოლი "ლურჯების" "ბარსელონასთან" დაპირისპირებაში გადამწყვეტი გახდა, მიიჩნევს, რომ იმ შეხვედრის არბიტრმა მისი გაფრთხილებით შეცდომა დაუშვა. ეპიზოდი კადრს მიღმა დარჩა, რამირესი კი ამ გაფრთხილების გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს გამოტოვებს.

"როდესაც დავინახე, რომ ყვითელი ბარათი ამიფრიალეს, თითქოს მთელი სამყარო დაიქცა. გვერდით მსაჯთან გასაჩივრება ვცადე, რათა მთავარ არბიტრს ყვითელი ბარათი არ ეჩვენებინა, მაგრამ ის შეუდრეკელი იყო. ეს ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება იყო, მისი შედეგები კი ჩემთვის საშინელია.

მიუხედავად ამისა, მაშინ თანაგუნდელების დაღალატება არ შემეძლო და თამაშის
გასაგრძელებლად საჭირო სულიერი სიმტკიცე გამოვიჩინე", - თქვა რამირესმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული