უცნობია, ითამაშებენ თუ არა გარი კეიჰილი და დავიდ ლუისი მიუნხენის "ბაიერნთან"

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტო დი მატეომ ჯერჯერობით არ იცის, შეძლებენ თუ არა მცველები გარი კეიჰილი და დავიდ ლუისი ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრისათვის გამოჯანმრთელებას.

იტალიელმა სპეციალისტმა მცველების მწყობრში ჩადგომის ზუსტი ვადა ვერ დაასახელა.

კეიჰილმა ტრავმა "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში მიიღო. ლუისი კი ლაზარეთში 15 აპრილს "ტოტენჰემთან" ინგლისის თასის შეხვედრის შემდეგ მოხვდა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 19 მაისს, ლონდონური კლუბი მიუნხენში "ბაიერნს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული