"რა თქმა უნდა, არსებობს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატი, მაგრამ "ჩელსისთან" მომავალი თამაში ჩემს კარიერაში უმნიშვნელოვანესი მატჩია. ეს მატჩი უკეთესი იქნება, ვიდრე 2010 წლის ( მაშინ "ბაიერნი" ფინალში "ინტერთან" 0:2 დამარცხდა) შეხვედრა. ახლა გაცილებით მშვიდად ვემზადებით, ჩვენზე ზეწოლაც ნაკლებია.
ჰაინკესმა გუნდში კარგი ატმოსფერო შექმნა და მას ყველა ფეხბურთელი ენდობა", - განაცხადა რიბერიმ.