ჯონ ტერი: მიუნხენის ფინალისთვის უნდა განვეწყოთ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" კაპიტანი ჯონ ტერი გუნდთან ერთად 19 მაისს გასამართი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩისთვის განწყობის შექმნას ცდილობს.

შეგახსენებთ, თავად ტერი მიუნხენის "ბაიერნთან" თამაშს დისკვალიფიკაციის გამო ვერ შეძლებს.

"ეს კვირა უაღრესად მნიშვნელოვანია, მიუნხენის მატჩისთვის უნდა განვეწყოთ. რობიმ მოთამაშეებს დასვენების საშუალება მისცა. იმედია, ყველა ფორმაში იქნება.

ჩვენ, დისკვალიფიცირებულებმაც, ვარჯიშების დროს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ბიჭებს მხარი დავუჭიროთ და სათამაშოდ განვაწყოთ", - აღნიშნა მცველმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული