დავიდ ლუისი: მიუნხენის "ბაიერნთან" სათამაშოდ მზად ვიქნები

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მცველმა დავიდ ლუისმა აღნიშნა, რომ "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშის იმედი აქვს. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს მოთამაშე მუხლქვედა მყესების ტრავმას იშუშებს.

"ჩემი მდგომარეობა უმჯობესდება. დარწმუნებული ვარ, "ბაიერნთან" მატჩისთვის მზად ვიქნები. ერთი თამაში დაგვრჩა, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წინა ყველა შეხვედრა ერთად აღებული. იმედი მაქვს, შაბათს ვითამაშებ", - განაცხადა მცველმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს დისკვალიფიკაციის გამო "ჩელსის" ორი მცველი ჯონ ტერი და ბრანისლავ ივანოვიჩი გამოტოვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული