დავიდ ლუიზმა და გარი კეჰილმა ვარჯიში განაახლეს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დი მატეომ მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ოთხი დღით ადრე გუნდის ლაზარეთიდან კარგი ამბავი შეიტყო.

15 მაისს საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიში ორმა მცველმა - დავიდ ლუიზმა და გარი კეჰილმა განაახლა.

ბრაზილიელის და ინგლისელის მიუნხენის ფინალში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას შაბათამდე მიიღებენ.

ასეთივე მდგომარეობაში იმყოფება ნახევარმცველი ფლორენ მალუდაც.

მომზადებულია The Guardian-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული