ჩემპიონთა ლიგის ფინალი არანორმალურად ძვირია!

AutoSharing Option
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე დასასწრები ბილეთების მაღალი ფასების გამო უეფა გააკრიტიკა.

"ფასებს ჩვეულებრივი ქომაგის გადასახედიდან რომ შევხედოთ, საშინელება ხდება და ეს შეურაცხყოფაა!" - უთხრა ულიმ "ბილდს".

"ალიანს არენაზე" გასამართი ფინალის ყველაზე იაფი ბილეთი 70 ევრო ღირს, ყველაზე ძვირი კი (ლოჟაში) 3500 ევრო.

უეფამ "ბაიერნსაც" და "ჩელსისაც" 17 500-17 500 ბილეთი გადასცა. მოგეხსენებათ, "ალიანს არენა" ფინალზე 62 500 ფანს დაიტევს.

7 000 ბილეთი თავისუფლად გაიყიდა, დანარჩენი კი სპონსორებს გადაეცათ. "ვიცოდი, რომ ფასები მაღალი იქნებოდა, მაგრამ ამას ნაღდად არ
მოველოდი,"
- აცხადებს ჰიონესი.

70-ევროანი ბილეთები ახლა ინტერნეტში მინიმუმ 370 ევროდ იყიდება, ხოლო 370-ევროანი ბილეთები კი, მინიმუმ, 1000 ევროდ; შავ ბაზარზე VIP-ლოჟის ბილეთები კი (მაქსიმუმ 4000 ევრო) 32 000 ევროდ ფასობს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული