"ჩელსის" ის მოთამაშეები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის 2007/08 წლების სეზონის მოსკოვის ფინალში გამოდიოდნენ, ამჯერად ზემოტივირებულები იქნებიან. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენთვის მთავარ საფრთხეს.
ლონდონელებს ესმით, რომ ზოგიერთი მათგანისთვის ეს შანსი შესაძლოა, კარიერაში უკანასკნელი გამოდგეს, მაგალითად - ლემპარდის, დროგბას, ეშლი კოულის, ესიენისთვის. დიდიე ფეხბურთელია, რომელსაც გოლის გატანა არაფრიდან შეუძლია. შესაძლოა, ის "ჩელსის" შემადგენლობაში ყველაზე სახიფათოა", - განაცხადა შვაინშტაიგერმა.