ბასტიან შვაინშტაიგერი: მოსკოვის ფინალის შემდეგ მიუნხენში ლონდონის "ჩელსი" უაღრესად მოტივირებული იქნება

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი ლონდონის "ჩელსისთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რომელიც 19 მაისს მიუნხენში გაიმართება, მეტოქის შემადგენლობაში ფორვარდ დიდიე დროგბას გამოჰყოფს.

"ჩელსის" ის მოთამაშეები, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის 2007/08 წლების სეზონის მოსკოვის ფინალში გამოდიოდნენ, ამჯერად ზემოტივირებულები იქნებიან. სწორედ ეს წარმოადგენს ჩვენთვის მთავარ საფრთხეს.

ლონდონელებს ესმით, რომ ზოგიერთი მათგანისთვის ეს შანსი შესაძლოა, კარიერაში უკანასკნელი გამოდგეს, მაგალითად - ლემპარდის, დროგბას, ეშლი კოულის, ესიენისთვის. დიდიე ფეხბურთელია, რომელსაც გოლის გატანა არაფრიდან შეუძლია. შესაძლოა, ის "ჩელსის" შემადგენლობაში ყველაზე სახიფათოა", - განაცხადა შვაინშტაიგერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული