პეტერ ჩეხი: ვეცდები, დაბადების დღეზე საკუთარ თავს ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ვაჩუქო

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალის მომდევნო დღეს ლონდონის "ჩელსის" გოლკიპერ პეტერ ჩეხს 30 წელი შეუსრულდება.

ჩეხი იმედოვნებს, რომ კვირას ზეიმის ორმაგი მიზეზი ექნება. ჩეხეთის ნაკრების გოლკიპერი 1982 წლის 20 მაისს დაიბადა, მაგრამ ზეიმის დაწყებას ერთი დღით ადრე გეგმავს.

"ჯერჯერობით საკუთარ დაბადების დღეზე არ მიფიქრია, მაგრამ ვეცდები, მანამდე ერთი დღით ადრე ჩემს თავს საჩუქარი გავუკეთო. მინდა იუბილეს ტიტულით შევხვდე. თუ მატჩი სხვაგვარად დასრულდება, არანაირი ზეიმი აღარ იქნება.

თუ შაბათს გავიმარჯვებთ, ეს კლუბის ისტორიაში ყველაზე დიდი წარმატება იქნება, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა პრემიერლიგა ოთხ
საუკეთესო გუნდს შორის ვერ დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშე დარჩა. ეს სეზონი პარადოქსებით იყო სავსე. ვნახოთ, როგორ დასრულდება", - თქვა ჩეხმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული