ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ. ლონდონის "ჩელსი"

AutoSharing Option
სამშაბათს გარი კეჰილმა უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში პირველად ივარჯიშა სრული დატვირთვით.

მას ჯანმრთელობის პრობლემა არ შექმნია, რამაც მშვენიერ ხასიათზე მოიყვანა. ფეხბურთელმა განაცხადა, რომ შაბათს "ბაიერნთან" სათამაშოდ მზად იქნება.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეყოფათ თუ არა მასა და დავიდ ლუისს 4 დღე ფორმის აღსადგენად, ეს სხვა საქმეა, მაგრამ მინდორზე მათი გამოჩენა ლონდონელთა გულშემატკივრებს ნამდვილად მეტ იმედს მისცემს.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე მალე მოვმჯობინდი. დღეს მთელი დღე ბევრი ვიმუშავეთ. იმედია, რომ მზად ვიქნები და შემადგენლობაშიც მოვხვდები. ეს ჩემთვის ბიჭებთან ერთად პირველი ვარჯიში
იყო დიდი შესვენების შემდეგ. ასე რომ, ძალიან მესიამოვნა ბურთის გაგორება.

უახლოეს დღეებში კიდევ უფრო მეტი მუშაობა მომიწევს, ვიდრე ჩვეულებრივ, რათა თამაშს დავუბრუნდე. მე კი ამისთვის მზად ვარ. არ მინდა, თვალი მეცეს, მაგრამ ვარჯიშზე დისკომფორტი არ მიგრძვნია.

პირიქით, თავს მშვენივრად ვგრძნობდი. ვფიქრობ, შაბათის თამაში მარტო ჩემთვის კი არა, ძალიან ბევრი ჩემი თანაგუნდელისთვის იქცევა კარიერის უმთავრეს დაპირისპირებად. არანაირი ილუზია არ გვაქვს. ყველას კარგად გვესმის, რამდენად საპასუხისმგებლო თამაშია.

კარგ საღამოს ველით და იმედია, ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით წარიმართება. ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი როცა მესმის, მგონია ხოლმე, რომ ეროვნულ ჰიმნს ვუსმენ და ინგლისის სახელით ვთამაშობ. ტანში ჟრუანტელი მივლის, იმის გაგონებაზე, როგორ გვამხნევებენ ფანები თამაშამდე. ფინალისთვის არ მგონია, რამე დამატებითი მოტივაცია დაგვჭირდეს"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული