"2008 წელს მოსკოვში გამართულ ფინალში წაგების შემდეგ ვფიქრობდით, რომ მომავალ სეზონში შევძლებდით ისევ ამ ეტაპამდე მისვლას, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგაა და ფინალამდე მისვლა ძალიან რთულია. მიღწეული წარმატება დავიმსახურეთ.
არ მინდა წარსულზე საუბარი, რადგან ახლა მნიშვნელოვანი მომენტი გველოდება წინ. ყველაფერს ვიზამ, რომ ეს მომენტი თანაგუნდელებისთვის დაუვიწყარი აღმოჩნდეს.
"ჩელსის" მაისურით არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი ჩამიტარებია, მაგრამ "ბაიერნთან" შეხვედრა განსაკუთრებული იქნება, რადგან მხოლოდ მეორეჯერ გავდივართ ჩემპიონთა ლიგის ფინალში", - თქვა დროგბამ.
მომზადებულია Goal.com-ის