მიხაელ ბალაკი: მიუნხენის "ბაიერნთან" ლონდონის "ჩელსის" ჩამოწერა არ ღირს

AutoSharing Option
ლევერკუზენის "ბაიერის" გერმანელმა ნახევარმცველმა მიხაელ ბალაკმა, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ორივე ფინალისტის შემადგენლობაში უთამაშია, მიუნხენის "ბაიერნისა" და ლონდონის "ჩელსის" დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ჩელსის" ბევრის გაკვირვება შეუძლია - მან ტურნირიდან "ბარსელონას" გამოთიშვით ეს უკვე გააკეთა.

ყველა მიიჩნევს, რომ "ბაიერნი" ფავორიტია. ისინი შინ თამაშობენ, ეს კი მნიშვნელოვანი უპირატესობაა. მათ "რეალი" დამსახურებულად დაძლიეს. შესანიშნავი გუნდი ჰყავთ. ამასთან, მიუნხენელები ორი წლის წინ ფინალში დამარცხდნენ, ამიტომ ძალიან მოტივირებულნი არიან.

მაგრამ "ჩელსის" ანგარიშიდან ჩამოწერა არ ღირს. ინგლისელებს რთული სეზონი ჰქონდათ, მაგრამ ბოლოს დაამტკიცეს, რომ ბევრი რამ
შეუძლიათ", - აღნიშნა ბალაკმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული