ფლორან მალუდამ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგის ფინალი გამოტოვოს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ნახევარმცველმა ფლორან მალუდამ შესაძლოა მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ფრანგი ფეხბურთელი ინგლისის პრემიერლიგის 38-ე ტურის შეხვედრის პირველ ტაიმში შეცვალეს.

17 მაისს მალუდამ მარტომ ივარჯიშა. შეძლებს თუ არა ფრანგი ლიგის ფინალში მონაწილეობას, ამ საღამოს გაირკვევა.

მალუდამ მიმდინარე სეზონში "ჩელსის" მაისურით ყველა ტურნირში 34 შეხვედრა ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული