"მოგვეწონა შეგრძნება, რომ უძლიერესები დავამარცხეთ, მაგრამ საკმაოდ ჭკვიანები ვართ იმისთვის, რათა გვესმოდეს, რომ თუ ფინალში წავაგებთ, ნახევარფინალიც და სხვა მატჩებიც უცებ დაგვავიწყდება.
იმ შემთხვევაში, თუ მთელი გუნდი ისე ითამაშებს, როგორც ჩემპიონთა ლიგაში თამაშობდა, იმავე განწყობით, როგორც ბარსელონაში, იმედია, რომ გამარჯვებას მოვახერხებთ. ჩვენ გვყავს ცალკეული მოთამაშეები, რომელთაც გამარჯვების მოტანა შეუძლიათ. "ჩელსისთვის" ეს უდიდესი გამარჯვება იქნება", - აღიარა 33 წლის ფეხბურთელმა.