რობერტო დი მატეო: ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფავორიტი არ არსებობს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" თავკაცი რობერტო დი მატეო მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური დაპირისპირების შედეგის პროგნოზირება შეუძლებელია.

"არ ვფიქრობ, რომ რომელიმე ფინალისტს თავში აზრად პირველივე წუთებიდან შეტევაში თავქუდმოგლეჯილად გავარდნა მოუვიდეს.

რა თქმა უნდა, "ბაიერნი" შინ ითამაშებს. ეს მისთვის უზარმაზარი უპირატესობაა, მაგრამ აშკარა ფავორიტი არ არსებობს. შანსები 50/50-ზეა.

ჩვენს დაცვას რობენსა და რიბერისთან მოუწევს გამკლავება, მაგრამ არც მარიო გომესი უნდა დავივიწყოთ, რომელმაც მიმდინარე სეზონში 41 გოლი გაიტანა. ჰავბეკებიც საშიშნი არიან: მიულერი, კროოსი, შვაინშტაიგერი - გოლის გატანა ნებისმიერ მათგანს შეუძლია", - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

მომზადებულია Daily Telegraph-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული