33 წლის ფეხბურთელისთვის ეს უკვე მე-11 სეზონია "ლურჯების" შემადგენლობაში. აქამდე მას ყველაზე პრესტიჟულ თასზე გამარჯვების ერთი რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ... რა მოხდა 2008 წლის მოსკოვურ ფინალში ყველას ეხსომება და ამიტომ ამაზე აღარ შევჩერდებით.
ვეტერანს ესმის, რომ მისი გუნდი "ალიანს არენაზე" ფავორიტად არ მიიჩნევა მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელებმა დიდებული შთაბეჭდილება დატოვეს "ნაპოლისთან",
"ბენფიკასთან" და მერე "ბარსელონასთანაც". ლემპარდის ნააზრევს მონოლოგის სახით გთავაზობთ:
- ცხოვრებაში ხდება ხოლმე ასე. ჩვენ უზარმაზარი სიამოვნება მივიღეთ ისეთ
გვესმის, რომ თუკი მიუნხენში დავმარცხდით, ხალხი მალე დაივიწყებს ჩვენს მეოთხედ და ნახევარფინალებს. ჩვენს თავს ყოველ წელს ერთსა და იმავე შეკითხვას ვუსვამდით, შევძლებდით თუ არა წინა წლის მარცხისთვის შურისძიებას, მაგრამ ყოველ ჯერზე ვმარცხდებოდით, რადგან სათანადოდ ძლიერები არ ვიყავით.
ახლა კი ერთი ნაბიჯი გვაშორებს დიდი წარმატებისგან.ჰთუნდაც დავმარცხდეთ, წარსულისთვის თვალის გასწორებას მაინც ამაყად შევძლებ. ბედნიერი ვარ, რომ თითქმის მთელი კარიერა ამ კლუბში გავატარე.
ფეხბურთი წარმოუდგენლად სწრაფად ვითარდება. შედეგები ძალიან კარგიდან ძალიან ცუდისკენ შეიძლება თვალის დახამხამებაში შეიცვალოს. შეუძლებელია, წინასწარ რამის განსაზღვრა.
ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ სიტუაციის შემოტრიალება წამებში შეიძლება, ზუსტად ისე, როგორც ეს ნეაპოლში მოხდა.
თამაშის შემდეგ ძალიან გაბრაზებულები ვიყავით და დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა, თითქმის მთელი ის დრო, რაც მატჩიდან მატჩამდე გვქონდა, რომ ჩვენი თავი ხელში აგვეყვანა და სიტუაცია ჩვენს სასარგებლოდ შემოგვეტრიალებინა. ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეტაპი იყო ჩვენთვის.
ვიცოდი, რომ კიდევ ერთხელ ვერ შევძლებდი 160 თამაშის ზედიზედ ჩატარებას. ასეთი რეკორდები მუდმივი ვერ იქნება.
პერიოდი, როცა თამაშისა და გუნდის დახმარების საშუალება არ მეძლეოდა, ძალიან რთული გადასატანი იყო ჩემთვის. მაშინაც ძალიან ბევრს ვმუშაობდი და ბედმა გამიღიმა, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე... ჯერჯერობით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"