გერმანელი "ვერდერიდან" "ლურჯების" ბანაკს ახალ სეზონში მიაშურებს, იქამდე კი სურს, რომ მისმა ახალმა კლუბმა ლიგის ფინალში იმარჯვოს. ნახევარმცველმა თავისი პირველი ინტერვიუ მისცა ინგლისურ პრესას. რა თემებზე ილაპარაკა მარინმა BBC Sport-თან ქვემოთ გაეცნობით.
- ვუყურე გერმანიის თასის ფინალს, სადაც "ბაიერნის" უკანა ხაზი ძალიან სერიოზულ შეცდომებს უშვებდა. "ჩელსის" კი საკმაოდ ჰყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც მშვენივრად შეუძლიათ შეტევაში თამაში.
ვფიქრობ, რომ ამ უქმეებზე "ჩელსი" მოიგებს. დიახ, "ბაიერნმა" ძლიერად ითამაშა
"რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში ყველაზე სახიფათო ფრანკ რიბერია. ის ძალიან სწრაფი და ტექნიკურია და სულ იმის ცდაშია, რომ კარებისკენ დარტყმის საშუალება მიეცეს. არანაკლებ სახიფათოა მარიო გომესი. მან ძალიან ბევრი გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. მეტოქის კარზე ისიც მუდმივად დაგეშილია.
თუკი "ჩელსი" მათ განეიტრალებას შეძლებს, ეს თამაშს ერთიორად გააადვილებს. "ჩელსი" ისეთი გუნდია, რომელიც მუდმივად უნდა თამაშობდეს ჩემპიონთა ლიგაში.
ცოტა გასაკვირი იყო, რატომ ვერ ახერხებდა ის ისე ძლიერად თამაშს მთელი სეზონის განმავლობაში, როგორც ამას ბოლო თვეების განმავლობაში გვთავაზობდა. სწორედ ბოლოდროინდელი პროგრესის დამსახურებაა, რომ ლონდონელებმა ლიგის ფინალს უწიეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"