მიხაელ ბალაკი: "ალიანს არენის" გამო მიუნხენის "ბაიერნი" მატჩის ფავორიტია

AutoSharing Option
მიხაელ ბალაკისთვის ჩემპიონთა ლიგის დღევანდელი ფინალი განსაკუთრებულია, რადგან "ალიანს არენაზე" მისი ორი ყოფილი კლუბი დაუპირისპირდება ერთმანეთს.

"ჩელსისა" და "ბაიერნში" მას 4-4 წელი აქვს გატარებული. 36 წლის ფეხბურთელს ორჯერ უთამაშია გადამწყვეტ მატჩებში. 2002 წელს "ლევერკუზენთან" ერთად მან "რეალთან" წააგო, 2008-ში კი "ჩელსის" რიგებში დათმო "მანჩესტერ იუნაიტედთან".

გერმანიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს მიაჩნია, რომ შეუძლებელია იმ ფაქტის იგნორირება, რომ "ბაიერნი" ფინალს შინაურ არენაზე ატარებს.

- "ჩელსიმ" 1/2-ფინალში "ბარსელონასთან" ზუსტად ისე ითამაშა, რა სტილითაც შეიძლება კატალონიელებთან დაპირისპირება. ბევრი ამბობს, რომ ფინალში ამავე სტილში თამაში
არ შეიძლება, რომ მათ უნდა შეუტიონ და არ უნდა ჩაუსაფრდნენ მეტოქეს თავის საჯარიმოში.

ვფიქრობ, რომ ლონდონელებმა ახლაც ზუსტად ისე უნდა იასპარეზონ, რომ ტურნირი მოიგონ. ფინალი მხოლოდ ერთი თამაშია და იქ არ იქნება ექსპერიმენტების დრო. გუნდს ბევრი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არ ეყოლება, ამიტომ მწვრთნელმა აუცილებლად უნდა გამონახოს გზა, რომ გუნდმა თავისი ძლიერი მხარეების გამოყენება შეძლოს.

"ჩელსის" სტუმრად უწევს თამაში, მაგრამ ამ გუნდმა იცის, როგორ უნდა გასვლაზე შედეგის მიღება. ლონდონელებმა ეს მიმდინარე გათამაშებაში არაერთხელ დაამტკიცეს და ეს კიდევ ერთხელ უნდა გააკეთონ.

"ბაიერნმა" 1/2-ფინალში მადრიდის "რეალი" ორი ურთულესი მატჩის ჯამში გამოაგდო. ვფიქრობ, მათ ეს ალალად დაიმსახურეს. 2 წლის წინ მათ "ინტერთან" თამაში წააგეს და ახლა ძალიან უნდათ გამარჯვება. მით უფრო, რომ ბოლოს ჩემპიონთა ლიგა მათ 11 წლის წინ მოიგეს. "ბაიერნი" დიდი კლუბია. ახლა მისი მთავარი უპირატესობა "ალიანს არენაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული