რობერტო დი მატეო: არ ვიცი რა მელის მომავალში, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა რობერტო დი მატეომ მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების შემდეგ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობასთან საკუთარ მომავალზე ჯერ არ უსაუბრია.

"არ ვიცი, რა მელის მომავალში, მაგრამ დღეს ბედნიერი ვარ. ეს საპატიო ტიტული პირველად მოვიპოვეთ. ამ ტურნირში აუცილებელია უმცირესი შანსიც კი გამოიყენო და ჩვენ ეს გამოგვივიდა.

ახლა მინდა ცოტა დავისვენო. ვფიქრობ, რომ ეს დავიმსახურე. ჩემი მომავალი ჯერ კიდევ არ განგვისჯია, მაგრამ ვფიქრობ ეს უმნიშვნელოა. იმ როლით, რომელსაც გუნდში ვასრულებ, კმაყოფილი ვარ და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა
იქნეს მიღებული მომავალში, მე მას მივიღებ.

ფეხბურთში, ისევე როგორც ცხოვრებაში, ვერაფერს იწინასწარმეტყველებ და ხანდახან გიჟური ამბებიც ხდება. სამი თვის წინ მოვლენების მსგავს განვითარებას ძნელად თუ ვინმე იწინასწარმეტყველებდა. ეს დაუჯერებელი მიღწევაა, თუმცა ის იოლი არ ყოფილა.

გულშემატკივრების საქმე გამარჯვებების ზეიმისათვის თვალყურის დევნებაა. თუმცა აღვნიშნავდი, რამდენად რთული იყო მოთამაშეებისთვის ამ გამარჯვების მიღწევა. ისინი ამ თასისკენ მრავალი წლის მანძილზე მიდიოდნენ, ძალის დაკარგვამდე ვარჯიშობდნენ და მრავალრიცხვოვან სირთულეებს ლახავდნენ. ოთხი წლის წინ მათ მტკივნეული მარცხი იწვნიეს, მაგრამ დღეს ძალისხმევისთვის სათანადოდ დაჯილდოვდნენ", - თქვა დი მატეომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული