ივიცა ოლიჩი: არ აქვს მნიშვნელობა, დაიმსახურა თუ არა ლონდონის "ჩელსიმ" ეს გამარჯვება

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" თავდამსხმელმა ივიცა ოლიჩმა ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის მისეულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა, რომელშიც მისი გუნდი ლონდონის "ჩელსისთან" მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში დამარცხდა.

"ეს, რა თქმა უნდა საშინელი გრძნობაა, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ შეხვედრის მსვლელობას ჩვენ ვაკონტროლებდით. საკმაო რაოდენობის მომენტი შევქმენით და საქმე პენალტების სერიამდე არ უნდა მიგვეყვანა, მაგრამ ეს ფეხბურთია. კონცენტრაციის შენარჩუნება ვერ შევძელით და შედეგად "ჩელსიმ" გაიმარჯვა. ახლა არ აქვს მნიშვნელობა, დაიმსახურეს ლონდონელებმა ეს გამარჯვება თუ არა. ისინი გამარჯვებულები არიან და უნდა მივულოცოთ.

მათ ბრძოლა არ შეუწყვეტიათ. როდესაც 0:1-ს აგებდნენ
მთელი ძალები შეტევისკენ მიმართეს და გოლი კუთხურის შემდეგ გაიტანეს. ძალიან სამწუხაროა. ორი წუთის მოთმენაღა იყო საჭირო, რათა ძირითად დროში გამარჯვება მოგვეპოვებინა, "ჩელსის" კი შეტევაში იქამდე არაფერი შეუქმნია. შემდეგ იყო ის კუთხური და გოლი. დღეს არ გაგვიმართლა, მაგრამ "ჩელსის" უნდა მივულოცოთ", - თქვა ოლიჩმა თამაშის შემდეგ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული