ჯონ ტერი: სათვალავიდან ყველამ ნაადრევად ჩამოგვწერა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" მცველი ჯონ ტერი, რომელსაც მიუნხენის "ბაიერნთან" (1:1, პენალტებით 4:3) ჩემპიონთა ლიგის ფინალში მონაწილეობა არ მიუღია, აცხადებს, რომ მისმა გუნდმა მთელი ტურნირის განმავლობაში მტკიცე ხასიათი გამოვლინა.

"ეს შესანიშნავი სანსახაობა იყო. "ჩელსის" მოთამაშეებმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარეს. მოთამაშეები პენალტის დარტყმისას ენითაუწერელ გრძნობებს განიცდიან. ჩვენი გზა რომ გავიხსენოთ, 1/8 ფინალში "ნაპოლისთან" დავმარცხდით, მეოთხედფინალში კი "ბენფიკასთან". სათვალავიდან ყველამ ნაადრევად ჩამოგვწერა.

დღესაც კი მიუნხენელებმა 83-ე წუთზე გაიტანეს, მაგრამ გათანაბრება შევძელით. შემდე კი რობენმა, ისევე როგორც მესიმ, პენალტი ვერ გაიტანა. "ჩელსიმ" საკუთარი სახელი მსოფლიო ფეხბურთის
ისტორიაში სამუდამოდ ჩაწერა", - განაცხადა ტერიმ.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული