არიენ რობენი: საშინელი საღამო იყო

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელი ნახევარმცველი არიენ რობენი, ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ლონდონის "ჩელსისთან" დამარცხების შემდეგ, გამოცარიელებული იყო.

ჰოლანდიელმა მატჩის დამატებით დროში უმნიშვნელოვანესი პენალტი ვერ გაიტანა, რის შემდეგაც მისი გუნდი მატჩისშემდგომ პენალტების ლატარეაში დამარცხდა.

"სიტყვებით ვერ აღვწერ იმსა, რასაც ახლა ვგრძნობ. ეს საშინელი საღამოა.

მთელი მატჩის მანძილზე ორ-სამჯერ ვიგრძენით, რომ ტიტული ჩვენი იყო, მაგრამ ბოლოს ხელცარიელნი დავრჩით.

პენალტი ცუდად დავარტყი. მინდოდა ძლიერი და მაღალი დარტყმა შემესრულებინა, მაგრამ ბურთის სათანადო ტრაექტორიით გაგზავნა ვერ მოვახერხე. ეს საშინელი თერთმეტმეტრიანი იყო.

მას შემდეგ ისევ კარგად ვთამაშობდი,
მაგრამ ასეთი წარუმატებლობის შემდეგ გონს მოსვლა რთულია", - განაცხადა რობენმა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბიჯო შენი მოსაგები სადააააა- ტუ რამის მოგება გინდოდა 2010 მოგეგო- ერთი ერთზე გამაზე კასილასთან და ეგრევე ინიესტამ დაგახვედრა- ეხაც გამაზე და დროგბამ დაგახვედრა- ლუზერი ხარ- რა
zvigeni
16:09 20-05-2012
0
მეტიჩარა ხარ და იმიტო ვერ გაიტანე. დაგეცდია გომესისთვის და გაიტანდა
Giorgipirweli
18:28 20-05-2012
0

სიახლეები პოპულარული