მანუელ ნოიერი: თამაშის მიხედვით ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ლონდონის "ჩელსი" მოიგებდა

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩში ლონდონის "ჩელსისთან" დამარცხებაზე ისაუბრა.

"თუ იმის მიხედვით განვსჯით, როგორ წარიმართა თამაში, თავში ვერასდროს მომივიდოდა, რომ "ჩელსი" მოედნიდან გამარჯვებული გავიდოდა.

ყველა ხომ ჩვენზე ლაპარაკობს. სამი აშკარა საგოლე შანსი ვერ გამოვიყენეთ. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ", - განაცხადა ნოიერმა.

მომზადებულია Deutsche Welle-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული