ცვლილებები ტრიუმფის შემდეგ

AutoSharing Option
დიდიე დროგბა: "ჩელსი" ბოლო წამამდე არ ნებდება. ჩვენ წარმოუდგენლად კარგი გუნდი გვყავს. მინდა, ეს ტიტული ყველა იმ მწვრთნელს მივუძღვნა, ვისაც ჩვენთან უმუშავია და იმ ფეხბურთელებს, ვისაც ჩვენ გვერდით უთამაშიათ. როცა შენს კარს პეტრ ჩეხი იცავს, მისი, უბრალოდ, უნდა გჯეროდეს".

ფრენკ ლემპარდი: "ამ წუთამდე არ მჯერა. ჩვენ ძალიან მიზანმიმართულები ვიყავით და იდეალურად ვთამაშობდით. დიდიე ის ფეხბურთელია, რომელმაც ნამდვილი ორმოდან ამოგვათრია. ის ნამდვილი გმირია.

რომ არა დროგბა, დღეს ჩვენ საზეიმოდ საქმე არ გვექნებოდა. ძალიან მინდა, რომ დარჩეს. მას, პრაქტიკულად, ყველა გადამწყვეტ მომენტში
გააქვს გოლი და დღეს ზუსტად ის გააკეთა, რასაც მთელი კარიერის განმავლობაში აკეთებდა. დღევანდელი გამარჯვება ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

ამ ტრიუმფისკენ არა ერთი და ორი დღე მოვდიოდით. სწორედ ამ ტიტულის მოპოვება გვინდოდა ყველაზე მეტად და ბოლოს და ბოლოს მოვახერხეთ.

უნდა დარჩეს თუ არა დი მატეო? რა თქმა უნდა. მან გუნდი პრობლემებით დახუნძლული ჩაიბარა, მაშინ, როცა ლიგიდან გავარდნის პირას
ვიდექით და ხომ ნახეთ, რამდენს მიაღწია?"

ეშლი კოული:"სიტყვები არ მყოფნის. "ბაიერნმა" იმდენი მომენტი შექმნა, რომ ჩვენი გადარჩენა სასწაული იყო. ბედმა გაგვიღიმა, მაგრამ ამის გარეშე საქმე ხანდახან არ გამოდის. გამარჯვება კი ნამდვილად დავიმსახურეთ.

როცა მეტოქემ პენალტი მოიპოვა, ვფიქრობდი, მერე რა, ყველაფერი დაკარგული ჯერ კიდევ არ არის-მე
თქი, რადგან ნამდვილად კარგი გუნდი გვყავს.

ჩვენ ყოველთვის გვჯერა საკუთარი ძალების, განსაკუთრებით მაშინ, როცა პეტრი ასეთ დონეზე თამაშობს. ჩემთვის ეს ლიგის მესამე ფინალი იყო და პირველად მოვიგე ტიტული. სწორედ ასეთი გამარჯვებებისთვის მოვედი ამ კლუბში".

ჯონ ტერი:"რობი თავიდანვე დიდებული იყო. შეხედეთ ამ ტიტულს, ეს სწორედ ის არის, რაც ასე ძალიან გვინდოდა და რასაც ასე ძალიან ესწრაფვოდა რომან აბრამოვიჩი. მან "ჩელსიში" ძალიან დიდი ფული ჩადო ამ გამარჯვებისთვის.

იმედი გვაქვს, რომ დი მატეო აუცილებლად დარჩება გუნდის სათავეში. ამ ეტაპზე ის მეტს ნამდვილად ვერ მიაღწევდა. ჩვენ ხომ ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ.

მადლობა უეფას, რომ ნება მომცა, გუნდთან ერთად მეზეიმა. ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავდა. ჩემი თავი თავად ჩავიგდე უხერხულ სიტუაციაში, მაგრამ ამ საღამოს ძალიან მინდოდა გუნდთან ერთად ყოფნა".


გარი კეჰილი:"დაუჯერებელია. "ჩელსიში" სწორედ ტიტულებისთვის მოვედი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, თუ ნახევარ წელიწადში ორჯერ მექნებოდა ზეიმის საფუძველი და ეს ნამდვილი ფანტასტიკაა.

ტრავმის შედეგები მატჩის განმავლობაში თავს მახსენებდა, მაგრამ ამის გამო თამაშს ნამდვილად არ დავაკლდებოდი.

დღეს მთელი გუნდი დიდებული იყო. ზუსტად ის ერთიანი სული ვაჩვენეთ, რომლის დემონსტრირებაც გვეხერხება გადამწყვეტ მომენტებში. პენალტების სერია საოცრად ნევრ
ოზული იყო. ვლოცულობდი, რომ დიდიეს გაეტანა, რათა მერე ჩემი დარტყმის ჯერი არ დამდგარიყო".

ბრიუს ბაკი ("ჩელსის" პრეზიდენტი):"რობიმ დიდებულ შედეგებს მიაღწია. მან ფეხბურთელებს თავდაჯერება დაუბრუნა, რომელიც გუნდს ძალიან სჭირდება ასეთ დონეზე თამაშისას.

დი მატეომ მიაღწია იმას, რომ ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებიან და ყოველივეს წყალობით ჩვენ მისით ძალიან ვამაყობთ.

უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში სამწვრთნელო საკითხის გადასაწყვეტად ნაბიჯიც კი არ გადაგვიდგამს და ეს იმისთვის გავაკეთეთ, რომ "ბარსელონასთან", მერე თასზე "ლივერპულთან" და "ბაიერნთან" შეხვედრების წინ კონცენტრაცია არ დაგვეკარგა. უახლოეს დღეებში ისევ დავიწყებთ ამ საქმეზე მუშაობას და ფიქრს, თუ რა იქნება "ჩელსისთვის" უკეთესი.

გარწმუნებთ, რომ რობერტო დი მატეოს კანდიდატურას აუცილებლად განვიხილავთ. "ჩელსიში" მან ძალიან დიდი სამუშაო ჩაატარა და მასზე დავფიქრდებით. ვეცდებით, რომ პროცესი დიდად არ გაიწელოს, რადგან ახალი ფეხბურთელების შეძენამდე მწვრთნელის დანიშვნაა აუცილებელი".


ბუნებრივია, როცა ლაპარაკი "ჩელსიზეა", გვერდს ვერ ავუვლით ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო ფეხბურთელის, დიდიე დროგბას ლონდონურ მომავალსაც.

34 წლის ფეხბურთელის განცხადებით, მას არ სურს ასეთ ემოციურ ფონზე კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება.

როგორც ჩანს, მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებათა პირველ რაუნდს მომდევნო კვირაში გამართავენ.

ივუარელს უკვე შეიძლება ვუწოდოთ თავისუფალი აგენტი. მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მისით დაინტერესებული კლუბების წინადადების მიღება, მაგრამ უპირველესად ის "ჩელსის" პირობებს გაეცნობა. "ბოლო დარტყმა ბურთზე "ჩელსის" შემადგენლობაში? ასე გადაწყვეტით ვერ ვიტყოდი.

უფრო სეზონში," - ასე უპასუხა ფეხბურთელმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რას აპირებდა სეზონის დასრულების შემდეგ.

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში "ჩელსიმ" 29,9 მილიონი ფუნტი (37 მილიონი ევრო) გამოიმუშავა, რაც ზუსტად 3 მილიონით მეტია "ბაიერნის" შემოსავალზე.

აქ ლაპარაკია მხოლოდ იმ თანხებზე, რასაც კლუბები კონკრეტულად უეფასგან მიიღებენ. რაც შეეხება სატელევიზიო ტრანსლაციებიდან კუთვნილ შემოსავალს, ეს სხვა თემაა და მისი დაანგარიშება ცალკე მოხდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული