დავიდ ლუისი: მიუნხენის "ბაიერნთან" მატჩში ტკივილი მაწუხებდა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ცენტრალურმა მცველმა დავიდ ლუისმა აღიარა, რომ მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მისთვის რთული გამოდგა.

"35 დღე ვუქმობდი და სწორედ ფინალში დავბრუნდი, მაგრამ ტკივილი მაინც მაწუხებდა. ფინალის 120 წუთი ტკივილით ვთამაშობდი.

ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალისკენ მთელი ცხოვრების მანძილზე ვისწრაფვოდი და არ შემეძლო, გამომეტოვებინა. ეს ბავშვობის ოცნება იყო და ბედნიერი ვარ, რომ გამარჯვება მოვახერხეთ, მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რას წარმოადგენს "ჩელსი", - თქვა ლუისმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული