დიდიე დროგბამ ლონდონის ”ჩელსის” დატოვება გადაწყვიტა

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" 34 წლის კოტდივუარელმა ფორვარდმა დიდიე დროგბამ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა და გუნდის დატოვება გადაწყვიტა.

ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ თანაგუნდელებს უკვე აცნობა.

ლონდონურ კლუბში დროგბა 2004 წლიდან ასპარეზობს. მის ანგარიშზე 157 გოლია ინგლისურ კლუბში ჩატარებულ 339 შეხვედრაში.

19 მაისს კოტდივუარელმა მიუნხენის "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მის მიერ გატანილი გოლით დამატებით დროში გადაიყვანა, პენალტების სერიაში კი გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი გაიტანა, რომელმაც "ლურჯებს" ტიტული მოუტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული