ობი მიკელი: არიენ რობენს ვუთხარი, ვერ გაიტან-მეთქი!

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 95-ე წუთზე, არიენ რობენმა პენალტი რომ ვერ გაიტანა, ეს არა მარტო "ჩელსის" მეკარე პეტრ ჩეხის, არამედ ნახევარმცველი ობი მიკელის დამსახურებაც ყოფილა. ტელეეკრანზე ეს კარგად არ ჩანდა და შესაძლოა, ვერავინ შეამჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ პენალტის დარტყმამდე მიკელი რობენთან მივიდა და რაღაც უთხრა.

"რობენს ვუთხარი, პენალტს ვერ გაიტან, რადგან ჩეხმა ზუსტად იცის, რომელ კუთხეშიც ურტყამ-მეთქი. ჩეხმა მას თერთმეტმეტრიანი მართლაც აუღო, რის შემდეგაც უკვე საბოლოოდ ვირწმუნეთ, რომ ჩემპიონთა ლიგის თასი ჩვენ დაგვრჩებოდა. სწორედ იმ მომენტში მივხვდით, რომ ეს ჩვენი დღე
იყო,"
- განუცხადა მიკელმა "სანს".

ჩვენი ინგლისელი კოლეგები ლონდონელთა კიპერ პეტრ ჩეხსაც გაესაუბრნენ. აი, რა უთხრა ჩეხმა "სანს":

"რობენი პენალტებს სხვადასხვანაირად ურტყამს ხოლმე. ზუსტად არ ვიცოდი, რომელ კუთხეში დაარტყამდა.

სამაგიეროდ, ვიცი, რომ 100 წუთის შემდეგ ფეხბურთელების უმრავლესობა თერთმეტმეტრიანის შესრულებისას უპირატესობას ძალისმიერ დარტყმას ანიჭებს და არა ტექნიკურ შესრულებას."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული